ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86 % – ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133,732 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ნოემბერი 71,746- მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც და 56 % ზრდა დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში  417 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ნოემბერი 268 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 665,732  მგზავრი).
 ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც.   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4,504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 737,478 რეისი).
2023 წლის 16  დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.