2026 წლის 17 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია ITA Airways-ის წარმომადგენლებთან, რიტა გალიონესთან და ჯორჯო გარბელიოსთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ტურისტული და ბიზნეს კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის იმ მიმართულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გააქტიურებას.