საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე PASSENGER TERMINAL EXPO-ს ფარგლებში TAV AIRPORTS-ის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს, სერქან კაპტანს შეხვდა. შეხვედრას TAV AIRPORTS-ის მენეჯმენტი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერ თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების TAV Georgia-ს საქმიანობას და სააეროპორტო სფეროში არსებულ გამოწვევებს. ასევე, იმ ტექნოლოგიებისა და სერვისების შესაძლო დანერგვას, რომელსაც TAV Airports Groupe ADP თან ერთად 29 ქვეყნის 90 აეროპორტს სთავაზობს.

Passenger Terminal Expo 2022-ის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი Groupe ADP (Aeroport De Paris)-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია. ორივე მათგანი ღონისძიებაზე საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი. PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. მას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი ესწრება. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.