საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და  რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA GROUP-ის წევრი სხვა ავიაკომპანიების შემოსვლის პერსპექტივებსა და არსებულ მოლაპარაკებებს შეეხო.

“გვსურს, რომ Lufthansa Group-ი საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ”,- განაცხადა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარურ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს,  ხოლო დულესდორფის მიმართულებით Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს.

Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიებია: LUFTHANSA, EUROWINGS, AUSTRIAN, SWISS, BRUSSELS AIRLINES.