ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების რაოდენობას ზრდის. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, ბანგკოკი-თბილისის მიმართულებაზე, Thai Air Asia X-ი დამატებით 8 რეისს (11 – 28 მარტი) განახორციელებს, ხოლო ზაფხულის სეზონზე (29 მარტი – 24 ოქტომბერი) 39 ჩარტერულ რეისს შეასრულებს. 2020 წლის გეგმის მიხედვით, სულ ჯამში 47 რეისს. 

შეგახსენებთ, რომ Thai Air Asia X-მა ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია 25 დეკემბრიდან დაიწყო და ფრენებს Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახორციელებს. 

Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება