კომპანია TAV Technologies-ი ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში სლოტების განაწილებისა და სამგზავრო დოკუმენტაციის გაციფრულების გადაწყვეტილებებს ახორციელებს.

„ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტმა TAV Technologies-თან ხელშეკრულება გააფორმა აეროპორტში სლოტების განაწილებისა და მართვის პროცესების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, TAV Technologies-ის TDAS-ს პროდუქტის გამოყენების შედეგად, პასპორტის კონტროლისა და სამგზავრო დოკუმენტების გადამოწმების პროცედურები სრულად ავტომატიზებული და ციფრული იქნება“, – ნათქვამია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) განცხადებაში.

ირკვევა, რომ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტისა და TAV Technologies-ის თანამშრომლობა ხსნის ახალ პერსპექტივებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებაში მგზავრთა მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

“ეს პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს უსაფრთხოების ახალი სისტემების დანერგვას, რაც გააუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს აეროპორტში და უზრუნველყოფს მგზავრთა ეფექტურ მომსახურებას”, – თქვა AZAL-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სამირ რზაევმა

“ეს პროექტი არის ჩვენი პირველი გამოცდილება აზერბაიჯანში, რაც მას მნიშვნელოვან ეტაპად აქცევს ჩვენი კომპანიისთვის. მე მჯერა, რომ ჩვენი მოწინავე სისტემების გამოყენება ხელს შეუწყობს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის დიგიტალიზაციას, გაზრდის საოპერაციო ეფექტურობას და მგზავრთა კმაყოფილებას”, – აღნიშნა TAV Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მ.ქერემ ოზთურქიმ.

ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი AZAL ავიაკომპანიის მთავარი ბაზაა.

TAV Technologies-ი არის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელიც არის თურქეთის აეროპორტების ძირითადი ოპერატორი და წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდი, რომელიც ავითარებს და ახორციელებს საავიაციო სერვისებსა და გადაწყვეტილებებს მთელ მსოფლიოში.