საქართველო, რუსი მოგზაურებისთვის, ავიაბილეთების რეალური ჯავშნების მიხედვით, მხოლოდ TOP-10 პოპულარულ მიმართულებაში მოხვდა. როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნული საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მაღალ ფასს უკავშირდება.

„საქართველოს მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნის ზრდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოცხადების შემდეგ დაფიქსირდა. მხოლოდ საძიებო მოთხოვნებით თუ ვიმსჯელებთ, ივნისის მდგომარეობით, საქართველო [შევიდა] TOP-3 საერთაშორისო მიმართულებაში მოხვდა თურქეთთან და სომხეთთან ერთად. რეალურად დაჯავშნილი ბილეთების მიხედვით კი საქართველო TOP-10-შია, რაც აიხსნება ფრენების მაღალი ფასით“, – აცხადებენ ავიაბილეთების აგრეგატორ კომპანიაში.

მაგალითად, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების საშუალო ღირებულება 32 ათასი რუბლია, თურქეთის მიმართულებით – 26 ათასი რუბლი, ხოლო სომხეთის მიმართულებით კი 14 ათასი რუბლი.

“საშუალო შედარებით მაღალი ფასი შეიძლება დაკავშირებული იყოს მცირე დატვირთვასთან. ჯერჯერობით მოსკოვსა და თბილისს შორის მხოლოდ Azimuth-ი და Georgean Airways დაფრინავენ. შესაძლოა, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შესვლამ სიტუაცია შეცვალოს”, – მიიჩნევენ კომპანიაში.