TAV Georgia-ს ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად, 34 ავიაკომპანიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ივნისის განმავლობაში, კვირაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ 271 რეისი სრულდება, ხოლო ივლის-აგვისტოში კვირაში საშუალოდ 315-325 რეისია ჩანიშნული.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ივნისში კვირაში 58 ფრენა სრულდება, ხოლო ივლის-აგვისტოში მათი რაოდენობა 65-67-მდე გაიზრდება.