იქნება თუ არა პირდაპირი ფრენები სტამბოლიდან სიდნეისა და მელბურნის მიმართულებით?
Turkish Airlines განიხილავს პირდაპირ ფრენებს (Non-stop flight) ავსტრალიაში. IATA-ს ყოველწლიურ გენერალურ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას, ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმედ ბოლათმა წარმოადგინა გადამზიდველის გეგმები 2026 ან 2027 წლებში ფრენების დაწყებაზე სტამბოლიდან სიდნეისა და მელბურნის მიმართულებით.
Turkish Airlines-ი მსოფლიოს მასშტაბით  ამჟამად 300-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს. თუმცა, ავსტრალია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არის გადამზიდავის  ფართო მარშრუტების ქსელის ნაწილი.
თავად აეროპორტი “სტამბოლი” ასევე დაინტერესებულია იმით, რომ გადამზიდავმა ავსტრალიაში უწყვეტი ფრენები დაიწყოს.