თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა ავიაკომპანია Turkish Airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას განიხილეს ავიაკომპანიის წარმატებული ოპერირება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ასევე შემდგომი თანამშრომლობა და უახლოესი მომავლის გეგმები.
ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს კვირაში 35 სიხშირით, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით ასრულებს.