სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების 2022-23 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის საჰაერო მიმოსვლის განრიგი.

სააგენტოში ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი ფრენის განაცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 მარტის ჩათვლით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული სამგზავრო რეისები შესრულდება 41 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 61 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, ფრენები კვირაში საშუალოდ 390 სიხშირით განხორციელდება. ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ამსტერდამი (Georgian Airways), აბუ დაბი (Air Arabia Abu Dhabi), ათენი (AEGEAN), ალმათი (Air Astana), ამანი (Jordan Aviation – მრავალჯერადი ჩარტერი), ანკარა (Pegasus), ანტალია (Pegasus), აქტაუ (SCAT Airlines), ბაქო (Buta Airways), ბანკოკი (Thai Air Asia X – მრავალჯერადი ჩარტერი), ბაჰრეინი (Gulf Air), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia; Flyone Armenia; FlyArna), ვენა (Georgian Airways), ვარშავა (LOT Polish Airlines), თელ ავივი (Georgian Airways, Israir; Arkia, El Al), თეირანი (Zagros Airlines; Varesh Airlines; Qeshm Airlines; ATA Airlines); კიშინიოვი (Air Moldova), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), პარიზი (Georgian Airways, AirFrance), რიადი (Flynas), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus, Anadolujet), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), ფრანკფურტი (Condor პერიოდი – მარტი), ქუვეითი (Jazeera Airways; Kuwait Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ჯედა (Flynas).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამგზავრო რეისების განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: აბუ დაბი (Wizz Air), ათენი (Wizz Air), ატირაუ (FlyArystan), აქტაუ (FlyArystan), ასტანა (FlyArystan), ბარსელონა (Wizz Air), ბერლინი (Wizz Air), ბუდაპეშტი (Wizz Air), გდანსკი (Wizz Air), დორტმუნდი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air), ვენა (Wizz Air), ვროცლავი (Wizz Air), კატოვიცე (Wizz Air), კრაკოვი (Wizz Air), ლარნაკა (Wizz Air), მილანი (Wizz Air), მინსკი (Belavia), მემინგენი (Wizz Air), პარიზი (Wizz Air), პრაღა (Wizz Air), რიგა (Wizz Air), რომი (Wizz Air), სალონიკი (Wizz Air), ტალინი (Wizz Air).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: თელ ავივი (Israir, Arkia, El Al), მინსკი (Belavia), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Cargolux და Turkish Cargo ლუქსემბურგი – თბილისი – ბაქოს, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის და სტამბოლო – თბილისი – იზმირის საჰაერო ხაზებზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი / შეცვლილი განაცხადების შესაბამისად.
ზამთრის სანავიგაციო სეზონის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/flight-schedules/