ტავ ჯორჯიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, ფრანგული კამპუსისა და საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომლის მიზანიც იყო ფრანგული განათლების სისტემის ქართველ კურსდამთავრებულთა მხარდაჭერა. ღონისძიებაზე შეიკრიბა ასამდე ყოფილი სტუდენტი, რომელთაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო.
შეხვედრა ერთგვარ დასაქმების ფორუმსაც მოიცავდა, რომელშიც მონაწილეობდნენ CCIFG-ის წევრი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალების აყვანით. ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთის ელჩმა საფრანგეთის მთავრობის 2025 წლის სერტიფიკატები და საპატიო ჯილდოები გადასცა.