თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ, მონაწილეობა მიიღო საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში. TAV Georgia-ს ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აეროპორტებში დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრნენ და კომპანიაში არსებული და სამომავლო ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის ფორმატის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ TAV Georgia-ს წარმომადგენლებისთვის.
TAV Georgia, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.