თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ დაიწყო კამპანია #ტავიმსოფლიოში, #გლობალური ბრენდი.
კამპანიის ფარგლებში კომპანია ინფორმაციას ავრცელებს TAV Airports ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების შესახებ, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის არაერთ აეროპორტში საქმიანობენ. TAV Technologies – ჰოლდინგის შვილობილი ლიდერი ტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც საავიაციო სისტემის და IT სერვისების მიმწოდებელია მსოფლიო მასშტაბით, 4 კონტინენტზე, 20-ზე მეტი ქვეყნის 50-ზე მეტ აეროპორტში. TAV Technologies-ი ცოტა ხნის წინ შევიდა ჰეიდარ ალიევის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში, რის შედეგადაც პასპორტის კონტროლისა და სამგზავრო დოკუმენტების გადამოწმების პროცედურები სრულად ავტომატიზებული და ციფრული გახდება, ასევე გაუმჯობესდება სლოტების განაწილებისა და მართვის პროცესები.
ADP ჯგუფის წევრი TAV Airports ჰოლდინგი პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია მსოფლიოს 29 ქვეყნის 108 აეროპორტში.