ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. ავიაკომპანია Air Manas პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს. ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმართულებებსა და რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე გაკეთდა აქცენტი.
რეგიონში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშომლობის საკითხები განიხილეს. ისინი მთიან აჭარასაც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და ფოლკლორ შოუს დაესწრნენ.
განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.