ბელორუსული ავიაკომპანია Belavia მინსკიდან თბილისისა და ბათუმის გარდა ქუთაისის მიმართულებითაც შეასრულებს რეისებს. Belavia მინსკსა და ქუთაისს შორის ოპერირებას 4 აგვისტოდან შეუდგება.

ავიაკომპანიის ინფორმაციით მინსკი-ქუთაისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება. ბილეთი ფასი, ერთი გზა, 85€-დან.