სუდანური ავიაკომპანია Tarco Airlines-ის თვითმფრინავმა ხარტუმის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა, რადგანაც კატა ხომალდის მეთაურს თავს დაესხა. ავიაკომპანია ხარტუმი-დოჰას რეისს ასრულებდა.
ეკიპაჟის წევრებმა ფუმფულა მგზავრი ხარტუმის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ შენიშნეს და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგანაც კატა საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა. რაც პირდაპირი მუქარა იყო პილოტის უსაფრთხოებაზე.
alsudaninews.com წერს, რომ კატა თვითმფრინავის ბორტზე მაშინ მოხვდა, როდესაც ის ღამით ანგარში იყო გაჩერებული.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში კატა აღმოაჩინეს ისრაელური ავიაკომპანია El Al-ის Boeing 737-900-ის ბორტზეც, როდესაც თვითმფრინავი მიწაზე 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.