El Al-ის თვითმფრინავში კატამ 2 კვირა იცხოვრა

კატა თვითმფრინავის კაბინაში. ავიაკომპანია El Al-ის Boeing 737-900ER-ის კაბინაში კატა შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავს 24 იანვრის შემდეგ ფრენა არ განუხორციელებია და სადგომზე იდგა. აღნიშნული საჰაერო ხომალდით ავიაკომპანიამ 24 იანვარს დუბაი-თელ ავივის რეისი შეასრულა.  ამ დროისათვის უცნობია, როგორ მოხვდა კატა თვითმფრინავის ბორტზე. პატარა ზოლიანმა “კაპიტანმა” მფრინავის პილოტის სამუშაო ადგილი “დაღრნა” და ბორტზე არც თუ სასიამოვნო სურნელი დააყენა.