პორტუგალიური ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal-ის 500-მდე პილოტი ლისაბონის აეროპორტში შეიკრიბა და დაგეგმილი ხელფასის შემცირება გააპროტესტა.

ფორმიანმა მომიტინგეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ პილოტებს ხელფასის შემცირება უფრო დიდი პროცენტით იგეგმება, ვიდრე სხვა ავიაკომპანიის თანამშრომლების.

სახელფასო ფონდის და ფლოტის შემცირება არის 2020 წლის რენაციონალიზებული ავიაკომპანიის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილი.

ორი წლის წინ, როდესაც Covid-პანდემიამ საჰაერო მიმოსვლის პარალიზება მოახდინაა, სახელმწიფომ ავიაკომპანია გადაარჩინა, რომელიც უკვე გაკოტრების ზღვარზე იმყოფებოდა. ევროკომისიამ დაამტკიცა სახელმწიფო დახმარების პაკეტი, მაგრამ იმ პირობით, რომ TAP Air Portugal-ში რესტრუქტურიზაცია მოხდებოდა.