ტაიფუნის გამო იაპონიაში ასობით ფრენა გაუქმდა. იაპონური მედიის ცნობით, ამ დროისათვის გაუქმებულია 264 ფრენა, რადგან ტაიფუნი „კანუნი“ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს უახლოვდება.
ფრენის განრიგის ცვლილებები ძირითადად ეხება მარშრუტებს ოკინავას პრეფექტურის გავლით, რომელიც პოპულარულია ტურისტებში, ისევე ეხება კაგოშიმას სამხრეთ-დასავლეთ კუნძულ კიუშუზე.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ამ რაიონებში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 25-40 მ/წმ-ს მიაღწიოს. მოსალოდნელია ძლიერი წვიმაც. უახლოეს დღეს იქ შესაძლოა 100 მმ-ზე მეტი ნალექი ჩამოვიდეს.