მოგზაურობის პლატფორმა VisaGuide-მ 35 ქვეყნიდან 1200 ტურისტი გამოკითხა. მათ უნდა დაესახელებინათ საუკეთესო ევროპული დედაქალაქი სამოგზაუროდ. გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი უდავო ლიდერი ამსტერდამია.

რეიტინგი შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ასპექტის შეფასებით: უსაფრთხოება, ადგილობრივების კეთილგანწყობა, ფასები და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის დონე. ამ ყველაფრით კი ლიდერობა ამსტერდამმა მოიპოვა. ქალაქი ცნობილია თავისი მრავალი ღირსშესანიშნაობითა და „თავისუფლების სულით“. ამსტერდამელები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე მოქალაქედ ითვლებიან და თავისუფლად ფლობენ ინგლისურს.

მაგრამ ნიდერლანდების დედაქალაქის ასეთ პოპულარობას მონეტის მეორე მხარე აქვს. ამსტერდამი ძალიან განიცდის ოვერტურიზმს, ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი ვიზიტორით. ამიტომ ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო არაერთი რევოლუციური გადაწყვეტილება.

საკრუიზო გემებს ქალაქის პორტში შესვლა აეკრძალათ. ამიტომ ისინი ცდილობენ ებრძოლონ ოვერტურიზმს და შეამცირონ მავნე ზემოქმედება გარემოზე. ამსტერდამის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტურისტული გემების აკრძალვის შემდეგ ვიზიტორთა ნაკადი ნორმას დაბრუნდება. გარდა ამისა, გიგანტური საკრუიზო გემები ვერ გაივლიან ხიდს, რომლის აშენება იგეგმება ისტორიულ ცენტრსა და ჩრდილოეთის ზონას შორის.

მანამდე ოფიციალურმა პირებმა აკრძალეს ტურისტული ავტობუსები ქალაქის ცენტრში. ამიტომ, 2024 წლის იანვრიდან ამსტერდამში ექსკურსიები მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედითაა შესაძლებელი.

ნიდერლანდების დედაქალაქს აქვს რეპუტაცია, როგორც ყველაზე ლიბერალური ქალაქი ევროპაში. ტურისტები აქ ხშირად მოდიან მარიხუანას ლეგალურად მოსაწევად და სექს-კვარტლების მოსანახულებლად. თუმცა მათი საქციელი ადგილობრივებს ხშირად აღაშფოთებს. ამიტომ, ამსტერდამის ხელისუფლებამ კიდევ ერთი ისტორიული აკრძალვა შემოიღო – მაისიდან მარიხუანას მოწევა აკრძალეს წითელი ფანრების ოლქში.

რომელი ევროპული დედაქალაქების მონახულება ღირს 2023 წელს: სრული რეიტინგი

1. ამსტერდამი, (ნიდერლანდები);

2. რომი, (იტალია);

3. ზაგრები (ხორვატია);

4. ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი);

5. ლისაბონი (პორტუგალია);

6. მადრიდი, (ესპანეთი);

7. პრაღა, (ჩეხეთი);

8. პარიზი, (საფრანგეთი);

9. ბერლინი, (გერმანია);

10. ვენა, (ავსტრია).