ავიაკომპანია Swiss International Air Lines-ი ოპერაციული პრობლემების კიდევ ერთი მსხვერპლი. მსგავსი პრობლემები კი მიმდინარე ზაფხულში ბევრ ევროპულ ავიაკომპანიას შეექმნა.

უკვე ცნობილია, რომ Lufthansa Group-ი აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილი ფრენების დაახლოებით 2%-ს გააუქმებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს გრაფიკის შეფერხებები, – აცხადებენ  SWISS-ში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ SWISS-ი სამი თვის განმავლობაში 676 ფრენას გააუქმებს, რაც წარმოადგენს 3000-ზე მეტი ფრენის ძირითად ნაწილს, რომლის გაუქმებაც Lufthansa Group-ს უწევს.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ევროპასა და მთელს მსოფლიოში რთული ვითარებაა და სექტორი შესაძლებლობების ფარგლებში მათი გამოსწორებისთვის ყველაფერს აკეთებს.

სხვა ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის EasyJet-მა, British Airways-მა და KLM-მა, ასევე შეამცირეს თავიანთი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგი, რადგან ევროპის საავიაციო ინდუსტრია კრიზისშია, რადგანაც დარგს კოროვირუსული კრიზისის შემდეგ ადამიანური რესურსების დეფიციტი აქვს.