Swiss International Air Lines-ი (SWISS) დაასრულებს 20 წლის იუბილეს აღნიშვნას სპეციალური აქციით: საკუთარ ავიაპარკში მდგარ 20 ერთეულ Airbus A220-100 და A220-300 თვითმფრინავს შვეიცარიის ტურისტული ზონებისა და კურორტების სახელებს დაარქმევს, რითაც ავიაკომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს შვეიცარიის ტურისტული ლანდშაფტის მრავალფეროვნებას.
გასული წლის დეკემბერში SWISS-მა, Switzerland Tourism-თან ერთად, გამართა კონკურსი, რომელშიც შვეიცარიის ტურისტული მიმართულებები მიწვეულნი იყვნენ თავიანთი ორიგინალური პრეზენტაციების წარდგენაზე, თუ რატომ უნდა შეირჩენ ისინი. მიღებული იქნა 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთაგან თითოეული შეფასდა შვეიცარიის ჟიურის მიერ მათი კრეატიულობის, ორიგინალურობის, ავთენტურობისა და ავიაკომპანიასთან ასოცირების თვალსაზრისით.
სოციალური მედიის მომხმარებელთა ონლაინ ხმის მიცემით, SWISS-მა ასევე შეარჩია სამი ფავორიტი 20 გამარჯვებულიდან.