ტურისტული კომპანია Destination2-ის ანალიტიკოსებმა 2023 წლის ყველაზე იაფ თვედ მსოფლიოს გარშემო ფრენისთვის მარტი დაასახელეს.

Mirror-ი წერს, რომ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხულის პირველ თვეში შეგიძლიათ იხილოთ დაბალფასიანი ბილეთები თურქეთში, საბერძნეთში, ხორვატიაში, ისლანდიაში, კვიპროსსა და მალტაში.

ექსპერტები გაზაფხულზე ბარბადოსის, მავრიკისა და პოპულარული მალდივის მონახულებას გვირჩევენ. ამ მიმართულებებზე ბილეთები გაცილებით იაფი იქნება ვიდრე აპრილში.