ავიაკატასტროფა სუდანში. სამხედრო თვითმფრინავი An-12-ი სუდანში, პროვინცია დასავლეთ დარფურში ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თვითმფრინავი ქალაქ ელ-გენეინას  აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, 5 კილომეტრში ჩამოვარდა.

ბორტზე სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა,ეკიპაჟის წევრები და ადგილობრივი ჩინოვნიკები. ადგილობრივი მედია წერს, რომ კატასტროფის შედეგად ყველა ადგილზე დაიღუპა, თუმცა სუდანის ხელისუფლება მხოლოდ 11 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.