აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines​-ი (AZAL) ევროპის ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად დასახელდა. 2019 წლის მონაცემებით,  AZAL-მა განხორციელებული ავიარეისების 86.81%-ი დროის სრული სიზუსტით განახორციელა. კომპანია OAG-ის მიერ შედგენილი ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგის თანახმად, მეორე ადგილზეა რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ი, რომელმაც 2019 წელს განხორციელებული რეისების 86.3%-ი პუნქტუალურად შეასრულა. ევროპის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში მესამე ადგილზეა ესპანური კომპანია Iberia, რომელმაც 2019 წელს რეისების 84,06%-ი ყოველგვარი დაგვიანების გარეშე განახორციელა.

ევროპის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება: