ავიაკატასტროფა სუდანში. სამხედრო თვითმფრინავი An-12-ი სუდანში, პროვინცია დასავლეთ დარფურში ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თვითმფრინავი ქალაქ ელ-გენეინას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, 5 კილომეტრში ჩამოვარდა.
ბორტზე სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა,ეკიპაჟის წევრები და ადგილობრივი ჩინოვნიკები. ადგილობრივი მედია წერს, რომ კატასტროფის შედეგად ყველა ადგილზე დაიღუპა, თუმცა სუდანის ხელისუფლება მხოლოდ 11 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.