2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე განმარტავს, ქუთაისთან მიმართებაში საკმაოდ ამბიციური გეგმები არსებობს.
„სტარტი საკმაოდ ამბიციური გვაქვს. უკვე დაანონსდა მნიშვნელოვნად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველაზე დიდი რაც მომდევნო წლებში გველოდება ეს არის ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომელიც გათვლილი იქნება სატვირთო ხომალდებზე.
აქ საუბარია 3 500 მეტრის სიგრძის ასაფრენ/დასაფრენ ზოლზე, რაც საშუალებას მოგცემს განვავითაროთ ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ეს არის სატვირთო გადაზიდვები. ამის შემდეგ ყველაზე მსხვილი ნაწილი იქნება დღევანდელი სადგომის გეგმური რეაბილიტაცია. მას გაფართოება სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი გვეყოლება და მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ახალი, უფრო დიდი ზომის Airbus A321neo.
ასევე არის პარკინგი ტერმინალის წინ, რომელიც 400 ავტომობილზე იქნება გათვლილი. ასევე საუბარია სპეცტექნიკის განახლებაზე, რამეთუ იზრდება აეროპორტი და მას სჭირდება თანამედროვე მოდერნიზაცია სპეცტექნიკის. გეგმები საკმაოდ დიდი გაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.