სტამბულის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქს მეტროს ხაზით დაუკავშირდა. საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში მეტროსადგური ოფიციალურად 2 ოქტომბერს გაიხსნა.
შესაბამისად აეროპორტი ქალაქის მეტროსთან ახალი M10 ხაზით არის დაკავშირებული , რომლის სიგრძეც 7.4 კმ-ია და ხუთი სადგურისგან შედგება და ბოლოს მეტროს M4 ხაზს უერთდება.
ახლა სტამბოლის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს აეროპორტიდან აზიის მხარეს ქალაქის ცენტრალურ უბნებამდე მისვლა 50 წუთში შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ სტამბულის მეტროს ხაზების საერთო სიგრძემ 270 კმ-ს მიაღწია, მალე კი 360 კმ-ს გადააჭარბებს. გარდა ამისა, ხელისუფლების გეგმებში შედის მეტრო ხაზის გახსნა, რომელიც აეროპორტ „სტამბოლს” სტამბოლთან დააკავშირებს.