სტამბოლში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა წლის პირველ 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა და 7 მილიონ 903 ათას 538 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას trt.net.tr ავრცელებს.
სტამბოლის პროვინციის კულტურისა და ტურიზმის დირექტორატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში სტამბოლში 6 მილიონ 755 ათას 300 უცხოელი ტურისტი ჩავიდა. ეს რაოდენობა მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 17 პროცენტით გაიზარდა და 7 მილიონ 903 ათას 538 შეადგინა. უცხოელი ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიონ 148 ათას 238-ით გაიზარდა.
ქალაქი, რომელმაც ივნისში 1 მილიონ 627 ათას 57 უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, გასული წლის იმავე თვეში 1 მილიონ 470 ათას 586 უცხოელმა ტურისტმა მოინახულა. ამრიგად, ივნისში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 11 პროცენტით გაიზარდა.
ივნისში ტურისტებიდან საჰაერო გზებს 1 მილიონ 584 ათას 232-მა, ხოლო საზღვაო გზას 42 ათას 825-მა მიანიჭა უპირატესობა. დადგინდა, რომ ამ თვეში ქალაქში საჰაერო გზით ჩასულთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 9 პროცენტით, ხოლო საზღვაო გზით 84 პროცენტით გაიზარდა.
ათათურქის აეროპორტიდან 1473 ადამიანი, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან 444 ათასი 270, სტამბოლის აეროპორტიდან კი 1 მილიონ 138 ათას 489 ადამიანი შევიდა სტამბოლში.
თუზლას პორტიდან 1776, ქარაქოის პორტიდან 37 ათასი 739, სარაიბურნუს პორტიდან 1096, ზეითინბურნუს პორტიდან 1539, ამბარლის პორტიდან 308, ჰაიდარფაშას პორტიდან 299, პენდიკის პორტიდან 35 და მარმარის პორტიდან 33 უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა ქალაქში.
ქალაქის ვიზიტორთა 69,97 პროცენტმა უპირატესობა სტამბოლის აეროპორტს, ხოლო 27,31 პროცენტმა საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტს მიანიჭა უპირატესობა.