ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელმა Airbus-მა ივლისში 60 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ივნისში კომპანიის შეკვეთების მაჩვენებელი 902 თვითმფრინავს აღწევდა.

ამგვარად, წლის დასაწყისიდან Airbus-ის შეკვეთების რაოდენობამ 1140 შეადგინა, მათ შორის გაუქმებამ – 1101.

ივლისში კომპანიამ მომხმარებელს 65 თვითმფრინავი მიაწოდა, რაც ივნისთან შედარებით თითქმის 10%-ით ნაკლებია.

Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. კომპანია შედგება Airbus SAS-გან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, Airbus Defense-გან და Airbus Helicopters-გან.