სტამბოლში ახალი მეტროსადგური გაიხსნა – Gayrettepe, რომელიც ქალაქს ახალ აეროპორტთან აკავშირებს. მეტროს ხაზის მთლიანი სიგრძე 37,5 კმ-ია, ის საშუალებას გაძლევთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში 30 წუთში მოხვდეთ.
ფაქტობრივად, ჩქაროსნული მეტრო ამ მიმართულებით ერთი წელია ფუნქციონირებს, მაგრამ მხოლოდ სადგურ Kağıthane-მდე. ახალი სადგურით მოგზაურობა გაცილებით კომფორტული იქნება.
სადგური Gayrettepe ყველაზე ღრმაა ხაზზე (72 მ), იგი აღჭურვილია 32 ესკალატორით და 8 ლიფტით. მისი მშენებლობისას გამოყენებული იქნა 66,5 ათასი მ³ ბეტონი.
მალე იგეგმება კიდევ ერთი ჩქაროსნული მეტროს ხაზის (წითელი ხაზის) გახსნა, რომელიც დააკავშირებს სტამბოლის ევროპული ნაწილის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰალკალს და ახალ აეროპორტს.
შეგახსენებთ, რომ საბიჰა გოკჩენის აეროპორტიდან ქალაქის აზიის მხარეს მოხვედრა მეტროთი უკვე შესაძლებელია.