ავიაკომპანია Air Malta გაზაფხულზე ოპერირებას წყვეტს. როგორც აღინიშნა, მალტის ეროვნული ავიაგადამზიდავი ფინანსური სირთულეების გამო გაკოტრდა. ევროკავშირმა კომპანიის მხარდაჭერაზე უარი თქვა.
Air Malta ბოლო რეისს 31 მარტს შეასრულებს. შემდეგი, 50 წლიანი ისტორიის მქონე ავიაკომპანია ეტაპობრივად შეიცვლება ახალი ავიაკომპანიით – KM Malta Airlines. ის დაფრინავს ევროპის 17 აეროპორტში.