მიმდინარე წლის ივლისში სტამბოლს, 1 მილიონ 873 ათას 97 ტურისტი ეწვია. ეს რიცხვი კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც trt.net.tr სტამბულის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2022 წლის 7 თვეში სტამბოლში 8 მილიონ 514 ათას 806 უცხოელი ტურისტი ჩავიდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ეს რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა და 9 მილიონ 776 ათას 635-ს მიაღწია.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ტურისტი სტამბოლს, რუსეთიდან, გერმანიიდან, საუდის არაბეთიდან, აშშ-დან, ირანიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, ისრაელიდან და ნიდერლანდებიდან ეწვივნენ.