ავიაკომპანია Air India, რომელიც Tata Group-ის კუთვნილებაა, მზადაა გრძელმაგისტრალური თვითმფრინავების მოდერნიზაციის პროგრამა დაიწოს. პროგრამა მოიცავს თითოეულ სალონში გასართობი სისტემების და ახალი სავარძლების დამონტაჟებას. ასევე ფრენის დროს ხელმისაწვდომი იქნება Wi-Fi. სამუშაოების პირველი ეტაპი 400 მლნ დოლარადაა შეფასებული. პირველ რიგში მოდერნიზაცია შეეხება Boeing 777-300ER თვითმფრინავებს.

გადამზიდავი მგზავრებს შესთავაზებს ოთხ კლასს: პირველი, ბიზნესი, პრემიუმ ეკონომიკა და რეგულარული ეკონომი. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024 წლის მარტისთვის იგეგმება ფლოტის მესამედის მოდერნიზაცია, პროგრამა კი სრულად 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.