სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტი შტორმის გამო ავიარეისებს ამცირებს. როგორც Airport Operation and Aviation Industries Inc.-ის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში მოსალოდნელი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო 7 თებერვლის 17:00 საათიდან განხორციელდა ფრენების 10%-იანი შემცირება, ასევე 15%-ით შემცირდება ფრენები 8 თებერვალს.

განცხადებაში ასევე არის რეკომენდაცია მგზავრებისთვის, რომ მათ თვალყური უნდა ადევნონ თავიანთი ფრენების უახლეს სტატუსს შესაბამისი ავიაკომპანიების ვებგვერდებისა და ქოლ-ცენტრების საშუალებით.