The under belly of a Commercial Jet Airliner coming in to land at Sky Harbor International Airport Phoenix Arizona USA

მსოფლიოში საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 64,4%-ით გაიზარდა, 2022 წლის დეკემბერში კი ზრდამ 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 39,7%-ით შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

2022 წლის ინდიკატორმა 2021 წელთან შედარებით გაუმჯობესება აჩვენა.  IATA-ს მონაცემებით, 2022 წლისთვის ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში – 144,4% და ევროპაში – 100,2%, აფრიკაში ზრდამ შეადგინა 84,9%, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 34%, ლათინურ ამერიკაში – 62,7%, ჩრდილოეთ ამერიკაში. – 45,5%.