სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დახურულია და ავიარეისებს არ ემსახურება. მიზეზი კი აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურება სახელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი Pegasus Airlines-ის Boeing 737-800-ს შეემთხვა, რომელიც ასრულებდა რეისს შარჯა-სტამბოლი. თვითმფრინავი ბილიკზე დაშვებისთანავე მოცურდა. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და მგზავრები არ დაშავებულან. ინციდენტი კი თურქეთის დროით 11:20 საათზე მოხდა.
მთავარი აეროპორტები სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დახურულია, მიზეზი Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურებაა