ინციდენტი სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტში მარიკოს ავიაკომპანია RoyaRoyal Air Moroc-ის ლაინერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlies-ის ხომალდს დაეჯახა.
Royal Air Moroc-ი თვითმფრინავი ასრულებდა რეისს სტამბოლი-კასაბლანკა და აეროპორტში მანევრირებისას “კუდით” თურქული ავიაკომპანიის Boeing-777-ს გამოედო, რომელიც ტერმინალთან იდგა და ათენის მიმართულებით რეისის განხორციელებამდე მგზავრების ჩასხდომას ელოდებოდა. შეჯახების შედეგად ორივე თვითმფრინავი დაზიანდა. ათენის მიმართულებით მგზავრები Turkish Airlines-მა სხვა ბორტით გადაიყვანა. ათათურქის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.