თურქმა ბიზნესმენმა მთავრობას იდეა შესთავაზა, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის ტერიტორია კონგრეს ცენტრად გარდაიქმნას, ისე როგორც ეს გერმანიაშია.
ათათურქის აეროპორტის გარდაქმნის თუ განვითარების გეგმა, რომელმაც ფუნქციონირება აპრილში შეწყვიტა, 2020 წლისთვის იქნება დამტკიცებული, განაცხადა ბიზნესმენმა ჯემ კინაიმ, რომელიც სასტუმროთა ქსელის Magic Life-ს ყოფილი პარტნიორია.
პროექტი ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანს მიიზიდავს და 5 მლრდ დოლარის შემოსავალს მოიტანს.
აეროპორტის მთავარი შენობა შესაძლოა ოსმანთა დინასტიის არტეფაქტების გამოფენის სივრცედ გადაიქცეს, რომელიც ამ დროისათვის ტოპკაპის მუზეუმშია დაცული.
თურქეთის მთავრობამ ათათურქის სახელობის აეროპორტის გასართობ-შემეცნებით ცენტრად გარდაქმა სტამბოლის 15 მლნ მცხოვრებლის წინაშე დადო. სტამბოლის განვითარებასთან ერთად ქალაქში მწვანე ზონების დეფიციტი შეინიშნება და ამ სწორედ მიზნითაა გადაწყვეტილი აეროპორტის ტერიტორიის კონგრეს ცენტრად გარდაქმნა.