სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში აფრიკული კამეჩის რქების კონტრაბანდული მსხვილი პარტია „დააპატიმრეს“. Turkish Airlines-ის ავიარეისით აფრიკული ქალაქ დაკარიდან ჩამოსული სენეგელელის ბარგში დიდი რაოდენობით, უკვე დამუშავებული, აფრიკული კამეჩის რქები აღმოაჩინეს. მგზავრმა აეროპორტში პროდუქციის დეკლარირება არ მოახდინა და მწვანე ზოლში გაიარა, სადაც ისეთი მგზავრების გატარება ხდება, რომელთაც დადეკლარირება არ სჭირდებათ. მებაჟეებმა კი მგზავრის შემოწმებისას კონტრაბანდა დააფიქსირეს.
ექსპერტების შეფასებით კონტრაბანდული ტვირთის ღირებულება 922 ათასი თურქული ლირაა.