პარიზმა ყველაზე რომანტიკული ქალაქის სტატუსი დაკარგა. ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაჯავშნის სისტემა Spa Seekers-მა ყველაზე რომანტიკული ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერი საფრანგეთი აღარ არის, წერს  Travel and Leisure. რეიტინგის ლიდერი ამჯერად ნიუ იორკია.

Spa Seekers-ის ექსპერტებმა მსოფლიოს 66 ქალაქის მაჩვენებელი შეაფასეს და რომანტიულობის კუთხით მათი სია შეადგინეს.

რეიტინგის შედგენა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ჰეშთეგების რაოდენობა, დაქორწინების შეთავაზების მაჩვენებლები, და ბოლო 6 თვის განმავლობაში წარწერები ფოტოზე: #engaged, #heproposed და #isaidyes;

ქორწინების სტატისტიკა;

სექსუალური აქტივობის მაჩვენებლები და სოციალურ ქსელებში რომანტიკული შეტყობინებების რაოდენობა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით და Instagram-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რომანტიკული შეხვედრა თუ ხელის თხოვნა სწორედ ნიუ იორკში დაფიქსირდა.

ყველაზე რომანტიკული ქალაქების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ლონდონი.

რომანტიკული ქალაქების TOP-10-ში ასევე მოხვდა: ლოს ანჟელესი, პარიზი, ჩიკაგო, ბერლინი, სან-ფრანცისკო, სიდნეი და მაიამი.