თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა საიტზე სტამბოლის ახალი აეროპორტი დაამატა.

როგორც ცნობილია სტამბოლის ახალი აეროპორტი ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება.

აეროპორტის კოდი ISL იქნება. აეროპორტიდან პირველი კომერციული ავიარეისი 1-ელ ნოემბერს განხორციელდება. ეს იქნება შიდა რეისი. პირველ საერთაშორისო რეისს Turkish Airlines-ი სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ბაქოს მიმართულებით განახორციელებს.

საწყის ეტაპზე აეროპორტიდან დღეში 5 აფრენა/დაფრენა განხორციელდება.