უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp-ი კიევი-თბილისის რეისებზე ბილეთების გაყიდვას იწყებს. ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომია ავიაბილეთები კიევიდან თბილისის, სოფიას, პოპრადისა და ბარსელონას მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ოპერირებას დეკემბრიდან დაიწყებს.
მინიმალური ფასი კიევი-თბილისის (ერთი გზა) ავიაბილეთზე 1508 გრივნადანაა, კიევი-სოფიას (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადან, კიევი-პოპრადის ავიაბილეთი – 987 გრივნადან, ხოლო კიევი-ბარსელონას ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადან.

აღსანიშნავია, რომ SkyUp მგზავრებს ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-ი, Standard-ი და Flex-ი.

სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ  7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა.

Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე.

რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის  მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.

ავიაკომპანია SkyUp-ი საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან უკვე ოპერირებს. ავიაკომპანიამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა TCO პროცედურა  (Third Country Operator Licence) გაიარა და ევროპის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მიიღო.

აღნიშნული სერტიფიკატი ავიაკომპანიას EASA-ს წევრი,  ევროპის 28 ქვეყნის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. ავიაკომპანიას ასევე საშუალება ეძლევა ოპერირება განახორციელოს შვეიცარიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და  ლიხტერშტეინის ავიაბაზრებზე.