სტამბოლის მესამე აეროპორტი – ახალი გვერდი თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეტ ჯახიტ ტურხანმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, გარდა იმისა რომ აეროპორტი წელიწადში 200 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, ის იმავდროულად 220 ათასზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
მინისტრის განმარტებით, აეროპორტის მშენებლობაზე 32 ათას ადამიანზე მეტი უკვე დასაქმებულია.
სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ავიარეისები მსოფლიოს 300 მიმართულებით განხორციელდება, საიდანაც 250 მარშრუტი საერთაშორისო იქნება, ხოლო 50 მარშრუტი კი ადგილობრივი.
აეროპორტს ერთდროულად 114 თვითმფრინავის მიღება შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ახალი აეროპორტი ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნება.