მალე, ინტერნეტი Turkish Airlines-ის ყველა რეისზე იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ბილალ ეკში განმარტავს, ერთი თვის განმავლობაში ტენდერი დასრულდება და 150 გრძელმაგისტრალური ხომალდები სათანადო სისტემებით აღიჭურვება.

„ჩვენს მგზავრებს ინტერნეტთან წვდომა სურთ. ჩვენ მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის ამ ტრენდს ვითვალისწინებთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მომსახურეობა ყველა მგზავრს შევთავაზოთ“, განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა.

ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა Turkish Airlines-ის მგზავრებს 10 ათასი ფუნტის სიმაღლეზე ექნებათ.