სტამბოლის ახალი აეროპორტში, რეისები შესაძლოა ორსართულიანმა Airbus A380-მა განახორციელოს. მსოფლიოში ზოგიერთი ავიაკომპანია დღეს ავიარეისებს მხოლოდ Airbus A380-ით ასრულებს. პლანეტის ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი A380 თურქეთის საჰაერო სივრცეს ხშირად კვეთს, თუმცა გიგანტურ თვითმფრინავს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, ან ზოგადად თურქეთის ნებისმიერ აეროპორტში დაჯდომა/აფრენის შესაძლებლობა განსაკუთრებული ზომების მიღების გარეშე არ ჰქონდა. ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების ასაფრენ/დასაფრენი ზოლი და ზოგადად საჭირო ინფრასტრუქტურა ამ მოდელის თვითმფრინავის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
დღეს კი აეროპორტ „სტამბოლის“ ასაფრენ/დასაფრენი ზოლი დიდი ზომის საჰაერო ლაინერების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს
Airbus A380 მსოფლიოში ერთადერთ სერიულ გიგანტურ ლაინერად ითვლება. მსოფლიოს უდიდესმა სამგზავრო თვითმფრინავმა პირველი ფრენა 2005 წლის 27 აპრილს შეასრულა. ლაინერით 2007 წლის 25 ოქტომბერს კი პირველი კომერციული ფრენა განახორციელა.
Airbus А380 – ფართე ფუზელაჟიანი, ორსართულიანი, ოთხ ძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი, შექმნილია Airbus S.A.S მიერ. მისი სიმაღლე 24,08 მეტრი, სიგრძე 72,75 მეტრი, ხოლო ფრთის განშლა 79,75 მეტრია. Airbus А380 ტევადობა – 525 მგზავრი სამი კლასის სალონში, 853 მგზავრი ერთკლასიან კონფიგურაციაში. შეუძლია დაჯდომის გარეშე იფრინოს 15 400 კმ-მდე მანძილზე. დახასიათება: აქვს 4 ძრავა. შეუძლია 150 ტ ტვირთის გადატანა 10 370 კმ-მდე მანძილზე. მაქსიმალური ასაფრენი მასა — 560 ტ (თვითონ თვითმფრინავის წონა შეადგენს 280 ტ).