სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მგზავრს ნარკოტიკებით სავსე ჩემოდანი დარჩა. როგორც ირკვევა, ჩემოდანში 132 აბი ექსტაზი იდო, რომლის ღირებულებაც 300 ათასი ლირაა. ნარკოტიკები შოკოლადის ყუთში იყო დამალული.
დადგენილია, რომ ჩემოდნის მფლობელი საუდის არაბეთის მოქალაქეა, რომელიც სტამბოლში ჩამოფრინდა, თუმცა რაღაც მიზეზების გამო მისი წაღება „დაავიწყდა“.
სამართალდამცავებმა „დაკარგული“ ჩემოდნის მფლობელის ძებნა უკვე დაიწყეს.