სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტმა მიიღო პრიზი კატეგორიაში „საუკეთესო სტუმართმოყვარეობის ინიციატივა“.
ახალი კონცეფცია, რომელიც მგზავრებს გამგზავრებამდე საშუალებას აძლევს დაიძინონ, დაისვენონ და იმუშაონ ტერმინალიდან გაუსვლელად, აღიარებულ იქნა საუკეთესოდ ევროპის რეგიონში და Airport Food & Beverage (FAB) + Hospitality Conference & Awards 2023-ზე გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში “საუკეთესო სტუმართმოყვარეობის ინიციატივა”.
ავიაინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო აეროპორტმა მიიღო Sleep Cabins სერვისის წყალობით, რომელიც ამოქმედდა ISG საერთაშორისო ტერმინალში.
Kepler Sleep Cabins აღჭურვილია ტელევიზორით, ერგონომიული საწოლებით, საწერ მაგიდით, დამტენებით და პლანშეტური კომპიუტერებით. გარდა ამისა, საძილე ბლოკებს აქვს საშხაპეები, „ჭკვიანი“ ტუალეტები, სათავსოები და ტერასები.
საძილე კაბინები განთავსებულია პასპორტის კონტროლის პუნქტის უკან. აეროპორტის მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ მომსახურებით საათში 9 ევროდ.