ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე სტამბოლი თავისი უნიკალური გალათაპორტით საკრუიოზო ტურიზმის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. აღსანიშნავია კარაკოის რეგიონში არსებული განახლებული ისტორიული ტერასა ზღვაზე, რომელიც სტამბოლს მნიშვნელოვან ტურისტულ ტერიტორიად აქცევს და ამით იგი მსოფლიოს მხრიდან დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა.
თურქეთში არის დაახლოებით რვაათასმეტრიანი სანაპირო ზოლი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ღირსშესანიშნაობები და ხმელთაშუაზღვის აუზის მნიშვნელოვანი პორტები. სტამბოლი – თურქეთის საკრუიზო ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და მისი მთავარი პორტი – გალათაპორტი, იპყრობს და იზიდავს მრავალ მოგზაურს, რომლებსაც სურთ მოინახულონ განსაკუთრებული და მეტად განსხვავებული სამოგზაურო ადგილები. შეიძლება ითქვას, რომ იგი სტუმრებს შორეულ კულტურასა და წარსულ ხელოვნებაში ამოგზაურებს.
გალათაპორტი გასულ წელს თითქმის 150 ხომალდსა და 350 ათას მგზავრს მასპინძლობდა. იგი მრავალი საკრუიზო და სხვადასხვა ტიპის გემის არსებობის გამო მთავარ პორტად იქნა დასახელებული.
აღნიშნული პორტი მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ადგილს წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ მას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში.
პირველი მიწისქვეშა სამგზავრო ტერმინალი სტამბოლში
სტამბოლის გალათაპორტი ტურისტებს თავისი 29000 მ²-იანი მიწისქვეშა საკრუიზო ტერმინალით, კომფორტულ და სასიამოვნო მოგზაურობას ჰპირდება. “Red Dot Design”-ის ჯილდოს მფლობელი მიწისქვეშა სამგზავრო ტერმინალი თავისი დიზაინით აერთიანებს თანამედროვე და კულტურულ მემკვიდრეობას, რითაც იგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებში. ასევე ინტერიერში გამოსახულია სვეტების მომრგვალებული კიდეები, რომლებიც სტამბოლის ძველ არქიტექტურას უკავშირდება და რომისა და ბიზანტიის იმპერიების კულტურულ ხასიათს ატარებს.
მოგზაურობა „ბოსფორის გულში“
სტამბოლის გალათაპორტი გთავაზობთ გასეირნებას კარაკოის ცენტრში, რომელიც რეგიონის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს აერთიანებს. გარდა ამისა, აღნიშნული ვრცელი კომპლექსი გთავაზობთ ფეშენებელურ თურქულ და საერთაშორისო სასტუმრო-რესტორნებს, ასევე სახელოვნებო ცენტრებსა და შიდა და გარე გამოფენებს. უნდა აღინიშნოს, რომ კრუიზის მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის არსებობს სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს კარგად გაეცნონ ადგილობრივ ბრენდებს და იგრძნონ ის განსხვავებულობა და ორიგინალურობა, რაც ამ კრუიზს გააჩნია.
სტამბოლის გალათაპორტი მდებარეობს კარაკოის რაიონში და იგი არის ისტორიული ნახევარკუნძულიდან ფეხით სავალ მანძილზე. აქ მდებარეობს აია სოფიასა და სულთან აჰმედის მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და ბაზილიკის ცისტერნა. ასევე პორტთან ახლოსაა სანელებლების სავაჭრო ადგილები, გალათას კოშკი, ტაქსიმი და დოლმაბაჰჩე.
სტამბოლის გალათაპორტის კომპლექსი მიმარ სინანის სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტითა და სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმით მრავალ სტუმარს იზიდავს და მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ ორივე მუზეუმი ცნობილია თურქული და მსოფლიო ხელოვნების გამორჩეული კოლექციებით.
უნდა ვისაუბროთ მოედნის ცენტრში მდებარე თოფანეს საათის კოშკზეც, რომელმაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. კოშკი მე-19 საუკუნეში სულთან აბდულმეჯიდმა ააგო და იგი შემდგომ სტამბოლის გალათაპორტის პროექტის ფარგლებში აღადგინეს.
14000 მ² ფართობის მქონე საათის კოშკის მოედანი წლის განმავლობაში მასპინძლობს ცოცხალ პერფორმანსებს, გამოფენებს ღია ცის ქვეშ, კულტურულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო ფესტივალებს, როგორიცაა მაგალითად, “ბეიოღლუს” ფესტივალი და სხვ.